კონფიდენციალურობის პოლიტიკა
01ვინ ვართ
ამ საიტის მფლობელია ინდივიდუალური მეწარმე ვენედი მომცელიძე, ს/კ 01001100019, მისამართი: საქართველო, ქ. ამბროლაური, ნიკო ფიროსმანის I ჩიხი, N 4 („ჩვენ“). ჩვენ ვართ შენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი.
02რა მონაცემებს ვაგროვებთ
ბრიფის ფორმა: სახელი, კომპანია, ელფოსტა, ტელეფონი ან Telegram და პროექტის აღწერა.
AI ასისტენტი: შენი შეტყობინებები და ჩვენი პასუხები — ხარისხის გასაუმჯობესებლად, 180 დღით.
ვაკანსიაზე განაცხადი: სახელი, ელფოსტა, ბმულები და CV.
ტექნიკური: ქვეყანა IP-ით (ენის ასარჩევად), ბრაუზერი, მოწყობილობა. სრულ IP-ს არ ვინახავთ.
03რატომ
რომ გიპასუხოთ და შეთავაზება მოგიმზადოთ (შენი მოთხოვნა).
რომ საიტი სწორ ენაზე გაჩვენოთ (ლეგიტიმური ინტერესი).
ანალიტიკა — მხოლოდ შენი თანხმობით, cookie-ს პარამეტრებიდან.
04რამდენ ხანს ვინახავთ
ბრიფები და მიმოწერა — 12 თვე ბოლო კონტაქტიდან.
განაცხადები ვაკანსიაზე — 12 თვე, შემდეგ ვშლით, თუ სხვა თანხმობა არ მოგვეცი.
სპამად მონიშნული მოთხოვნები — 30 დღე.
05ვის ვუზიარებთ
მონაცემებს არ ვყიდით. ვიყენებთ მომსახურებებს, რომლებიც ჩვენი სახელით ამუშავებს: ჰოსტინგი და მონაცემთა ბაზა — Vercel და Neon (აშშ); ელფოსტის გაგზავნა — Resend (ირლანდია, ევროკავშირი); ელფოსტის მიღება — Apple iCloud (აშშ); AI მოდელის მიმწოდებელი — Anthropic (აშშ). სხვა სერვისები (SMS — Ubill, ბარათით გადახდა — Flitt, AI ასისტენტი — BotAI.ge) საქართველოში მოქმედებს და მხოლოდ შესაბამისი ფუნქციის გამოყენებისას ჩაირთვება. საიტის ანალიტიკა — Google Analytics 4 (Google, აშშ), ითვლის ვიზიტებსა და გვერდებს, სარეკლამო ფუნქციების გარეშე: studio.bort.ge-ზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც „Cookie-ს პარამეტრებში“ ანალიტიკას დაუშვებთ (იქვე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამორთოთ); sites.bort.ge-სა და tools.bort.ge-ზე ყოველთვის ჩართულია.
06შენი უფლებები
საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მიხედვით (და EU-ს მომხმარებლებისთვის — GDPR) შეგიძლია მოითხოვო მონაცემების ნახვა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა.
მოთხოვნას ვპასუხობთ 10 სამუშაო დღეში. საჩივრის უფლება გაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
07Cookie-ები
აუცილებელი: ენის არჩევანი, უსაფრთხოება. ანალიტიკური და მარკეტინგული — მხოლოდ თანხმობით. არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია footer-ში „cookie-ს პარამეტრებიდან“.
08კონტაქტი
info@bort.ge · საქართველო, ქ. ამბროლაური, ნიკო ფიროსმანის I ჩიხი, N 4